ზუგდიდის ყოფილ მერთან და ვიცე-მერთან ადვოკატები იმყოფებიან

ზუგდიდის ყოფილ მერთან, ლაშა გოგიასთან და ყოფილ ვიცე-მერთან, გია გულორდავასთან ამ წუთებში ადვოკატები იმყოფებიან. ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დილით შევიდნენ.

შეგახსენებთ, მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შაბათს შეუფარდეს. ისინი ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე რამდენიმე დღის წინ დააკავეს.