ზუგდიდის მერიასთან აქციის დროს ორი ადამიანი დაშავდა. ერთი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ადგილობრივ მერიასთან გარემოვაჭრეები დილიდან შეიკრიბნენ. მათ ჯერ შენობაში შეჭრა, შემდეგ კი გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.
ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ერთ დაშავებულს ადგილზევე გაუწია დახმარება, ხოლო მეორე ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალბატონს ფეხი ფიზიკური დაპირისპირების დროს მოტყდა. გარემოვაჭრეები საკოლმეურნეო ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მათი დახლების აღებას აპროტესტებენ.
აქციაზე მყოფმა გარემოვაჭრეებმა გუბერნიის წინ გადაინაცვლეს.