უბედური შემთხვევა ფოთში

მალთაყვის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზღვაში ორი ადამიანი დაიხრჩო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 51 წლის მამაკაცი და 58 წლის ქალბატონი ზღვაში საბანაოდ შევიდნენ, თუმცა ძლიერი შტორმის გამო, ნაპირზე გამოსვლა ვეღარ მოახერხეს. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა, სამაშველო სამსახური და პოლიცია.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.