შემთხვევა თუშეთში

თუშეთში 10 წლის მოზარდი კლდიდან გადავარდა.

სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებებით ის მაშველებმა ვერტმფრენის საშუალებით გომეწრის ხეობიდან თელავში ჩაიყვანეს, საიდანაც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების თქმით, მოზარდს თავის ტრმვა აღენიშნება და არ გამორიცხავენ, რომ მისი თბილისში გადმოყვანა გახდეს საჭირო.