ზოოპარკის დირექტორი მოსახლეობას პიროტექნიკის ნაკლები მოხმარებისკენ მოუწოდებს. ზურაბ გურიელიძის თქმით, ცხოველები სტრესზე სხვადასხვანაირად რეაგირებენ, რაც მათი დაშავების რისკებს ზრდის. მისი განცხადებით, ბოლო ხუთი წლის მონაცემებით, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად მიღებული სტრესისა და დაზიანებების გამო, ორი გნუ დაიღუპა. ზურაბ გურიელიძე განმარტავს, რომ ახალი წლის პერიოდში ცხოველებს დამამშვიდებელ მედიკამენტებს უკეთებენ, თუმცა ხშირად ის საკმარისი არაა.