ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის სპარსული ბიურო ირანის ხელისუფლებას შევიწროებაში ადანაშაულებს.
ტელეკომპანია ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლას დაუშვებლად მიიჩნევს. ირანში ამბობენ, რომ ბრალდებები არასწორია, თუმცა ასევე აღნიშნავენ, რომ სპარსული ბიურო დამოუკიდებელი მედია ქსელი არ არის და მას ფინანსურ-პოლიტიკური კავშირები ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და უსაფრთხოების სააგენტოებთან აქვს.