ზესტაფონში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება თითქმის 5 მილიონი ლარია.
დაგეგმილი სამუშაოები როგორც რეზერვუარის, ასევე მთლიანად ქსელის განახლებას ითვალისწინებს.
პროექტი მიმდინარე წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.