ზემო კაჭრეთში ხანძარი ლიკვიდირებულია

ზემო კაჭრეთში ხანძარი ლიკვიდირებულია. დამწვარია 3 ჰექტარი ფოთლოვანი და ბუჩქოვანი ტყის მასივი და 40 ჰექტარი ბალახი. ხანძრის ლოკალიზებაში ჩართულები იყვნენ საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები თბილისიდან და კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან.

ხანძრის მასშტაბებიდან გამომდინარე, ქრობაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი. ხანძრის კერის განახლების საშიშროებიდან გამომდინარე, მეხანძრე მაშველები 24 საათის განმავლობაში ვითარებას ადგილზე გააკონტროლებენ.