ახალი საავტომობილო გზა, რომელიც ორ რეგიონს ერთმანეთთან აკავშირებს.
ზემო იმერეთისა და რაჭის დამაკავშირებელი გზის 52-კილომეტრიანი მონაკვეთი ექსპლუატაციაში შევიდა. ის საჩხერე-ონი-ამბროლაურის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მეშვიდე ბოლო მონაკვეთია და თბილისიდან რაჭამდე მგზავრობის დროს ანახევრებს. ახალი გზის მშენებლობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 111 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განახორციელა.