ზემო იმერეთისა და რაჭის დამაკავშირებელი ახალი გზა

ახალი საავტომობილო გზა, რომელიც ორ რეგიონს ერთმანეთთან აკავშირებს.

ზემო იმერეთისა და რაჭის დამაკავშირებელი გზის 52-კილომეტრიანი მონაკვეთი ექსპლუატაციაში შევიდა. ის საჩხერე-ონი-ამბროლაურის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მეშვიდე ბოლო მონაკვეთია და თბილისიდან რაჭამდე მგზავრობის დროს ანახევრებს. ახალი გზის მშენებლობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 111 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განახორციელა.