ორი ბიჭის მეგობრობის ისტორია, რომელიც მათ გარშემო განვითარებულ დრამატულ მოვლენებზე ძლიერია. მალე მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, საერთაშორისოდ აღიარებული ქართველი რეჟისორის, ზაზა ურუშაძის ბოლო ფილმი – „ანტონი“იხილოს. ქართული კინოს ისტორიაში, ზაზა ურუშაძე გამორჩეული რეჟისორია, რომლის ნამუშევრებმაც მაყურებლის სიყვარული, არაერთი საერთაშორისო ჯილდო – „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ ნომინაციები დაიმსახურა.
რეჟისორი 2019 წელს გარდაიცვალა.