ზაზა სარალიძესთან შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვა დღეს მთავარმა პროკურორმა.
ირაკლი შოთაძემ განცხადება სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა, რის შემდეგაც, სარალიძესთან საგამოძიებო უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ჩავიდა, თუმცა მოკლული არასრულწლოვნის მამამ დახურულ შეხვედრაზე უარი თქვა.
სარალიძის განცხადებით, ის მზად არის, შეხვდეს ირაკლი შოთაძეს მხოლოდ მედიის თანდასწრებით.