ზაზა სარალიძე საპარალამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ დასკვნას სამარცხვინოს უწოდებს. მან საგანაგებო ბრიფინგი უფლებადამცველთან ერთად გამართა. ნესტან ლონდარიძის განმარტებით, აღნიშნული რეკომენდაციები არ ემთხვევა საგამოძიებო კომისიის მიმდინარეობას და ამ ფორმატში გამოვლენილ ინფორმაციას. მათივე განმარტებით, უმრავლესობის დასკვნა მხოლოდ სამ ასპექტს უსვამს ხაზს – ფარდულის დაშლას, მირზა სუბელიანის გავლენას და ერთ-ერთი მტკიცებულების დაზიანებას. მთავარი კითხვა კი, ვინ მოკლა დავით სარალიძე, კვლავ პასუხგაუცემელია. ზაზა სარალიძემ 10 სექტემბრიდან პერმანენტული აქციები დღეს კიდევ ერთხელ დააანონსა.