შინაგან საქმეთა სამინისტრო ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს განაგრძობს.
ვინ მოკლა პირველ დეკემბერს დავით სარალიძე, ამ ეტაპზე ისევ უცნობია.
მთავარ კითხვაზე პასუხს ელოდება ზაზა სარალიძეც და მოითხოვს, დროულად დაისაჯოს საქმეში მონაწილე ყველა პირი.
კონკრეტული შედეგის დადგომამდე კი, საკუთარი მოთხოვნებით და მხარდამჭერებით ზაზა სარალიძე დედაქალაქის მთავარ გამზირზე გასვლას გეგმავს.