ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი პრემიერ-მინისტრთან შესახვედრად შევიდნენ
ზაზა სარალიძე ომბუდსმენთან ერთად და მალხაზ მაჩალიკაშვილი ადვოკატთადნ ერთად პრემიერთან შესახვედრად მთავრობის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ შევიდნენ.
ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამამ, ზაზა სარალიძემ გუშინ პარლამენტის შენობის წინ აქციაზე განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას გეგმავდა. დღეს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში პირველ არხს განუცხადეს, რომ გიორგი კვირიკაშვილი მზად არის, პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების გარეშე, შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული ორივე მოზარდის მშობლებს, მათი სურვილის შემთხვევაში, სახალხო დამცველთან ერთადაც.
ცოტა ხნის წინ, ზაზა სარალიძე მთავრობის ადმინისტრაციის წინ მივიდა, თუმცა განაცხადა, რომ რომ პრემიერთან მარტო შეხვედრას არ აპირებდა.
ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციაში მივიდა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.
ასევე, მთავრობის ადმინისტრაციასთან იმყოფებიან აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი ზვიად კუპრავა და პოლიტიკოსები.