შავ-თეთრი ფილმი ბათუმზე, ზღვისპირა ქალაქის ყოველდღიურობაზე და თანასწორობაზე.
იანვარში ქართველი რეჟისორის ნამუშევრის მსოფლიო პრემიერა იგეგმება. „ლოტო“ – ასე ჰქვია ზაზა ხალვაშის ფილმს, რომელზე მუშაობა რეჟისორის გარდაცვალების გამო შვილმა დაასრულა.
კინოსურათი საფესტივალო ცხოვრებას 2023 წელს როტერდამის კინოფესტივალიდან დაიწყებს. შემდეგ ფილმს საქართველოშიც აჩვენებენ – „ლოტოს“ პრემიერა მომავალ წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე იგეგმება. ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შემქნილი კინოსურათი, საქართველო-ლიეტუვას კოპროდუქციაა.