ბერლინალე 2024

2024 წლის ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამა ცნობილია. რიგით 74-ე საკონკურსო პროგრამაში ბრიუნო დიუმონის, ჰონ სან-სუს, ოლივიე ასაიას და სხვა რეჟისორების ახალი ნამუშევრები მოხვდა. წლევანდელი კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე კი ოსკაროსანი მსახიობი ლუპიტა ნიონგოა.

წელს კინოფესტივალის საპატიო ჯილდო ამერიკელ რეჟისორს, მარტინ სკორსეზეს გადაეცემა. სექციას „პანორამა“ კი ლევან აკინის ფილმი – „გზაჯვარედინზე“ გახსნის. ქართველი რეჟისორის ახალი ნამუშევარი ხუთი ქვეყნის კოპროდუქციაა.

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი 15 თებერვალს დაიწყება და 25 თებერვალს დასრულდება.