ამ დრომდე ტყვეობაში რჩება ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძე. დაკავებული ოკუპირებული ცხინვალის კლინიკაში იმყოფება. მის მონახულებას „წითელი ჯვარის“ ორგანიზაციის წარმომადგენელები ცდილობენ, რომელიც შემდეგ, ინფორმაციას ოჯახს მიაწვდიან. ზაზა გახელაძე რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან შაბათს დააკავეს, ის ფეხშია დაჭრილი. ოსური მედიის ინფორმაციით, გახელაძემ ე.წ. მესაზღვრეებს სანადირო თოფიდან ესროლა და საპასუხო ცეცხლის შედეგად დაიჭრა.