საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმარი ზაზა გახელაძე „წითელი ჯვრის“ მეშვეობით, ოჯახის წევრებმა ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მოინახულეს. შეხვედრა გუშინ შედგა, თუმცა ახალგაზრდა მამაკაცის ახლობლებმა ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციის მოთხოვნით, ამ დრომდე არ გაასაჯაროვეს. შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ, საქართველოს მოქალაქეს 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.
ნინო ფისაძე გვეტყვის, რა უთხრა გახელაძემ ოჯახის წევრებს.
მოამბე