ზაზა ალექსიძის უნიკალური სამეცნიერო მემკვიდრეობა

დიდი დანაკლისი ქართული სამეცნიერო სფეროსთვის და წლების განმავლობაში შექმნილი მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალური სამეცნიერო მემკვიდრეობა – კოლეგები ზაზა ალექსიძეს იხსენებენ.

ცნობილი ისტორიკოსი, ფილოლოგი და აკადემიკოსი არაერთი სამეცნიერო ნაშრომის თუ წიგნის ავტორი იყო. მის მთავარ საკვლევ მიმართულებას კი ქართველოლოგიის, არმენოლოგიის და ალბანისტიკის ისტორიულ-რელიგიური საკითხები წარმოადგენდა. სწორედ ზაზა ალექსიძის სახელს უკავშირდება ალბანური მწერლობის ძეგლის აღმოჩენა და სინას მთაზე ნაპოვნი ცნობილი ქართული ხელნაწერების შესწავლა.

საუკუნის უნიკალურ აღმოჩენაზე თავად მეცნიერი იმ ვიდეომასალაში საუბრობს, რომელიც ჩვენს არქივში ინახება. ზაზა ალექსიძე წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, ხოლო ბოლო დრომდე ამ ცენტრის სომხური და აღმოსავლური ხელნაწერების განყოფილებას. იყო არაერთი ჯილდოს მფლობელი, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია საერთაშორისო ასოციაცია „ფრანგული რენესანსის“ ოქროს მედალი.

ზაზა ალექსიძე 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.