ზავი დარღვეულია. სუდანში ამ დრომდე სროლისა და აფეთქების ხმა ისმის. დედაქალაქის მოსახლეობის დიდ ნაწილს ელექტროენერგია და წყალი არ მიეწოდება. სუდანიდან რამდენიმე საათის წინ ამერიკელი დიპლომატებისა და მათი ოჯახის წევრების ევაკუაცია განხორციელდა. ამ ინფორმაციას თავად ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ადასტურებს. გავრცელებული ინფორმაციით, სუდანი ამერიკის 100-მდე მოქალაქემ სამი ვერტმფრენით დატოვა. სუდანის დედაქალაქში არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი რეაგირების ძალებს“ შორის შეტაკებები გასულ კვირას დაიწყო.