ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარე ელექტროენერგიით მომარაგება აღდგა – ამის შესახებ ინფორმაციას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ავრცელებს. ელექტროგადამცემი ქსელიდან გათიშული მას შემდეგ იყო, რაც რუსეთის იერიშების შედეგად მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები დაზიანდა. ბირთვული ავარიის თავიდან აცილების მიზნით, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის ირგვლივ ბირთვული უსაფრთხოების დაცვის ზონის შექმნის შესახებ მოწოდება საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა კიდევ ერთხელ გაიმეორა. შეგახსენებთ, ზაპოროჟიეს ბირთვული ობიექტი ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურია, რომელსაც რუსული ძალები მარტიდან აკონტროლებენ.