ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მოთხილამურე ნინო წიკლაური გამოვიდა

დღეს პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენი, მოთხილამურე ნინო წიკლაური გამოვიდა.

წიკლაურმა გიგანტურ სლალომში იასპარეზა და საბოლოოდ 74 სპორტსმენს შორის 46-ე ადგილი დაიკავა. 21-მა მოთხილამურემ დისციპლინის დასრულება ვერ შეძლო.

ქალებს შორის გიგანტურ სლალომში გამარჯვებული ამერიკელი მიკაელა შიფრინი გახდა.

ნინო წიკლაური 16 თებერვალს, ჩვენი დროით 05:00 საათიდან სლალომში იასპარეზებს. ნინო წიკლაური მეორე ქართველი სპორტსმენია, რომელმაც პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიადაზე უკვე მიიღო მონაწილეობა.