იასონ აბრამაშვილმა გიგანტურ სლალომში იასპარეზა

პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოდან მეოთხე წარმომადგენელი, იასონ აბრამაშვილი გამოვიდა. ქართველმა მოთხილამურემ, გიგანტურ სლალომში იასპარეზა, თუმცა, ფინიშამდე ვერ მიაღწია. მას მეორე ცდის უფლება აღარ ექნება.

კაცების გიგანტური სლალომი მარსელ ჰირშერმა მოიგო. ავსტრიელმა სათხილამურო ორჭიდის შემდეგ მიმდინარე ოლიმპიადაზე თავისი მეორე ოქროს მედალი მოიპოვა.

თხილამურებით სლოუპსტაილში ოქროს მედალი ოსტინ ბრაატენს ერგო. 22 წლის ნორვეგიელის შედეგი ვერავინ გააუმჯობესა და შედეგად, მან ქვეყანას მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე მერვე ოქრო მოუპოვა.