ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ყვარლის რაიონში დილიდან განახლდა. პროცესში გამთენიისას ისევ ჩაერთო საჰაერო ტექნიკა.
ცეცხლის ჩასაქრობად შემოვლას სამი ვერტმფრენი ახორციელებს. პარალელურად მიმდინარეობს გზის გაჭრა, იმისათვის, რომ სპეციალური ტექნიკის მიყვანა ცეცხლის ღია კერებამდე გახდეს შესაძლებელი.
ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველები, რომლებსაც ადგილობრივი მცხოვრებლებიც ეხმარებიან. ყვარლის რაიონში გახსნილია სპეციალური შტაბი, სადაც ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიებები იგეგმება.
შეგახსენებთ, ცეცხლი თავდაპირველად ხმელ ბალახსა და ფოთოლს მოედო, თუმცა მაღალი ტემპერატურისა და ქარის გამო, ცეცხლის არეალი გუშინ გაფართოვდა. სტიქიას დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით ხუთ კილომეტრში ებრძვიან.
მოსახლეობას ამ დროისათვის საფრთხე არ ემუქრება.