მუსლიმური სამყარო ერთ-ერთ ყველაზე დიდ რელიგიურ დღესასწაულს, ყურბან-ბაირამს აღნიშნავს. სადღესასწაულო ლოცვა ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ აღავლინა. მორწმუნეებს დღესასწაული აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მიულოცეს. ყურბან-ბაირამი სამი დღის განმავლობაში გრძელდება. მორწმუნეები ამ დღეს უხვად გასცემენ მოწყალებას, ერთმანეთს ტკბილეულით უმასპინძლდებიან და წინაპართა საფლავებს მოინახულებენ.