ბათუმში მუსლიმები ყურბან-ბაირამს აღნიშნავენ

ბათუმში მუსლიმები ყურბან-ბაირამს აღნიშნავენ. სადღესასწაულო ლოცვა საქართველოს მუფთმა ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში აღავლინა.

მიუხედავად იმისა, რომ მუსლიმი თემის ნაწილმა ბაირამი ბათუმში იმ ტერიტორიაზე აღნიშნა, სადაც ახალი მეჩეთის მშენებლობას გეგმავს, ცენტრალურმა მეჩეთმა მორწმუნეები ისევ ვერ დაიტია და ასობით მათგანმა დღესაც ორთაჯამეს გვერდით, ქუჩაში ილოცა.

ყურბან-ბაირამი მუსლიმურ სამყაროში ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია. ამ დღეს მორწმუნეები მსხვერპლად ოთხფეხა შინაურ ცხოველს სწირავენ, ხორცის ნაწილს კი მეზობლებს და უპოვრებს უნაწილებენ.

ქართველი მუსლიმები, ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს განსაკუთრებით ემზადებიან. სადღესასწაულო სუფრისთვის უხვად ამზადებენ ტკბილეულს, მათ შორის ჰალვას. ამ დღეს უხვად გასცემენ მოწყალებას და მოინახულებენ წინაპართა საფლავებს.

 

მოამბე