მუსლიმები ერთ-ერთ მთავარ რელიგიურ დღესასწაულს აღნიშნავენ. ეს არის ყურბან-ბაირამი, რომლის აღნიშვნა დილის ლოცვით იწყება. ერთ-ერთი მთავარი რიტუალი კი მსხვერპლშეწირვაა. ამ დღეს ყველა ოჯახში პირუტყვს კლავენ, ნობათს კი ანაწილებენ და ხელმოკლეებს და მეზობლებს ურიგებენ.
ყურბან-ბაირამობა რამაზანიდან 70-ე დღეს აღინიშნება.