მუსლიმური სამყარო ყურბან-ბაირამს აღნიშნავს – ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში ქართველი მუსლიმები მზის ამოსვლამდე შეიკრიბნენ. სადღესასწაულო ლოცვა საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ აღავლინა. ხალხმრავლობის გამო, მრევლის ნაწილმა ლოცვა ქუჩაში შეასრულა.
ყურბან-ბაირამი მსხვერპლშეწირვის დღესასწაულია. მორწმუნეები ალაჰს შინაურ ცხოველს სწირავენ. მორწმუნეები ამ დღეს უხვად გასცემენ მოწყალებას, ერთმანეთს ტკბილეულით უმასპინძლდებიან და წინაპართა საფლავებზე გადიან. დღესასწაული სამ დღეს გრძელდება.