ყურბან-ბაირამის დღესასწაული

მუსლიმური სამყარო ყურბან-ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავს. ქართველმა მუსლიმებმა მზის ამოსვლისას სადღესასწაულო ლოცვა ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში აღავლინეს. ბაირამი ასევე აღინიშნა იმ ტერიტორიაზე, სადაც მუსლიმი თემი მეჩეთის მშენებლობას ითხოვს.

ბაირამი მიტევებისა და შერიგების დღესასწაულია. მორწმუნეები ამ დღეს უხვად გასცემენ ასევე მოწყალებას, ერთმანეთს ტკბილეულით უმასპინძლდებიან და მოინახულებენ წინაპართა საფლავებს.