საქართველოში სრული ციკლის პირველი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანის მშენებლობა იწყება. საწარმოს პრეზენტაცია დღეს ყულევში შედგა. ღონისძიებას ქვეყნის პირველი პირები დაესწრნენ.
საწარმომ ფუნქციონირება მომავალი წლის მარტში უნდა დაიწყოს და პირველ ეტაპზე წლიურად 1,2 მილიონი ტონა ნედლი ნავთობი უნდა გადაამუშაოს.