„ყირიმის პლატფორმის“ სამიტზე, მონაწილეებმა ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს.
დოკუმენტი მომდევნო აგრესიის შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების საკითხის განხილვის ვალდებულებას ითვალისწინებს. დეკლარაციას მხარი სამიტის ყველა მონაწილემ, მათ შორის საქართველომ დაუჭირა.
კიევიდან თამარ წიკლაური მოგვიყვება სამიტზე მიღებული დოკუმენტის დეტალებს.