„ყირიმის პლატფორმის“ კონფერენცია

მსოფლიო ლიდერების მძიმე გზავნილები კიევიდან მოსკოვის მისამართით – უკრაინის დედაქალაქმა დღეს 60-მდე ქვეყნის ლიდერებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს უმასპინძლა.

უკრაინის ინიციატივით შექმნილ „ყირიმის პლატფორმის“ კონფერენციას ონლაინ შეუერთდა საქართველოს პრეზიდენტიც. ყველა გამომსვლელის მთავარი გზავნილი ომში მყოფი ქვეყნის მიმართ ურყევი მხარდაჭერა, ყირიმის ანექსიის დაგმობა, საომარი მოქმედებების შეწყვეტა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის სამხედრო ძალების გასვლის მოთხოვნა იყო. ზელენსკიმ კი პირდაპირ თქვა, რომ ყველაფერი ყირიმში დაიწყო და ყირიმში დასრულდება. ხვალინდელი თარიღის გამო უკრაინაში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. დამოუკიდებლობის დღეს უკრაინის ხელისუფლება კიევზე დარტყმებს არ გამორიცხავს. ამერიკა საკუთარ მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს.