საქართველოში ყირიმ-კონგოს შემთხვევების რაოდენობის ზრდა მედიკოსების შეშფოთებას იწვევს.
გასულ წლებთან შედარებით, დაავადებულთა რაოდენობა წელს გასამმაგებულია. უკვე დაფიქსირდა გარდაცვალების ორი ფაქტიც. ვირუსული ცხელება, რომელსაც თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და მაღალი ტემპერატურა ახასიათებს, ადამიანზე შინაური ცხოველიდან ტკიპების მეშვეობით გადადის. სპეციალისტები ყირიმ-კონგოს საკმაოდ მძიმე ვირუსად ახასიათებენ და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მოქალაქეებს ექიმთან დროულ კონსულტაციას ურჩევენ. ასევე მთავარი რეკომენდაციაა შინაური ცხოველების სპეციალური ხსნარით დამუშავებაც.