ბოლო სამი წელის განმავლობაში საქართველოში ყირიმ-კონგოს შემთხვევებმა იმატა. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს წელს აღნიშნული ვირუსული დაავადების მქონე 12-მა პაციენტმა მიმართა. ამჟამად კლინიკაში ერთი პაციენტი რჩება, რომლის მიმდინარეობაც სტაბილურია. გასულ წლებთან შედარებით. მიმდინარე წელს ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით დაღუპვის არცერთი შემთხვევა დაფიქსირებულა. როგორც თბილისის ინფექციური კლინიკის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, საქართველოს ყირიმ-კონგოს ცხელებით ლეტალობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს მსოფლიოში, რაც მიუთითებს, რომ პაციენტების დიაგნოსტირება და მკურნალობა სათანადოდ ხდება.