საქართველოს მოქალაქეებს ყაზახეთიდან სამშობლოში დაბრუნების საშუალება მიეცათ. დღეს ქუთაისისა და თბილისის მიმართულებით, რამდენიმე რეისი შესრულდა ქალაქ აქტაუდან და ატირაუდან. ჩამოსული მგზავრები, რომელთა შორის ყაზახეთის მოქალაქეებიც იყვნენ, ამბობენ, რომ ქვეყანაში ვითარება შედარებით გაუმჯობესებულია, თუმცა, შეფერხებებით მუშაობს ინტერნეტი და ქალაქებს შორის გადაადგილება გართულებულია. დღეს ბოლო რეისი აქტაუდან დაახლოებით ერთი საათის წინ შესრულდა. გეგმური რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა.