ყალბი საგადასახადო დოკუმენტები

დაკავება ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ოთხი პირი აიყვანეს. გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივი განზრახვით, ბრალდებულებმა ყალბად შექმნილი აქტივიდან, ჯამში 2 მილიონ 361 ათას 842 ლარი დაფარეს.

დანაშაული 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.