სარეაბილიტაციო სამუშაოებმა მანგლისის ნაწილი წყალმომარაგების გაუმჯობესების ნაცვლად წყლის გარეშე დატოვა. უკვე ოთხი დღეა, მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება. წყალმომარაგების შეწყვეტის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ადგილობრივებმა წყლის დაბინძურებაზე დაიწყეს საუბარი.
აღმოჩნდა, რომ ძველი სისტემის ახლით ჩანაცვლების დროს ერთ-ერთი მილი დაზიანდა, რამაც წყლის დაბინძურება გამოიწვია.
ჯერ უცნობია, დადგება თუ არა შესაბამისი კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი.