სასმელი წყლის გარეშე დარჩენილი სოფელი ქალაღალი

სასმელი წყლის გარეშე დარჩენილი სოფელი ქალაღალი. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივების განცხადებით, პრობლემა წლებია არსებობს, თუმცა საკითხი ამ დრომდე მოუგვარებელია.

სასმელი წყლის გარდა, მოსახლეობა გზის არარსებობასა და გადაადგილების პრობლემაზეც მიუთითებს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ გზის მოსაწესრიგებლად პროექტი უკვე მზად არის, წყალმომარაგების პრობლემის მოსაგვარებლად კი სამუშაოები მიმდინარეობს.