წყალტუბოს № 58 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი ნიჟარაძე თანამდებობიდან გადადგა.
ნიჟარაძის თქმით, გადაწყვეტილება მან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო. ის გამორიცხავს ყოველგვარ ზეწოლას და ამბობს, რომ მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტი უკვე დაიკავა ყოფილმა მოადგილემ, სოფიო ფერაძემ.