საპროტესტო აქცია წყალტუბოში

აქცია წყალტუბოში. სოფელ უკანეთში ადგილობრივები ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც, სოფლის ტერიტორიაზე იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ნაგავსაყრელი მოეწყობა. მოსახლეობა ამბობს, რომ ნაგავსაყრელი გარემოს დაბინძურებას გამოიწვევს და მათ არსებობის ერთადერთი წყაროს, პირუტყვის მოვლისა და საძოვარზე გაშვების საშუალებაც შეეზღუდებათ.