ათენის ჩრდილოეთით, მაროუსის დასახლებაში მოსულმა უხვმა ნალექმა, წყალდიდობა გამოიწვია. სტიქიამ ქალაქის ქუჩები მთლიანად დატბორა და მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა მოქალაქეებს. წყალი საცხოვრებელ სახლებში შევარდა. სამაშველო სამსახურმა 140-მდე გამოძახება მიიღო. ხელისუფლებამ უსაფრთხოების მიზნით, დასახლებასთან დამაკავშირებელი გზა დროებით დახურა. ზარალის ოდენობა სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ შეფასდება.
მოამბე