საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ათენში

კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოში ჩატარებულ სამუშაოებს ეცნობიან საბერძნეთში.

ათენი ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის რეგიონულ შეკრებას მასპინძლობს. ქართული დელეგაცია კოლეგა პარლამენტარებს იმ კანონპროექტებზე აწვდის ინფორმაციას, რომლებიც ბოლო წელიწადნახევარში ევროკომისიის 12 პუნქტის ფარგლებში მიიღეს. ევროინტეგრაციის ყველაზე მნიშვნელოვან ფაზაში ევროპის ქვეყნების პარლამენტების მხრიდან სწორედ საქართველოსადმი მხარდაჭერის გაზრდაა ახლა ათენში მყოფი „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიზანი. პირისპირ შეხვედრების პარალელურად, ეს თემა იყო აქცენტირებული სიტყვით გამოსვლის დროსაც. გაწევრიანებიდან 22 წლის შემდეგ საქართველო ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში უკვე ასოცირებული წევრის სტატუსით არის წარმოდგენილი.

„მოამბე“ საბერძნეთიდან, – ანა ბროლაძე აშუქებს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის შეკრებას.