წელს, World Travel Awards-ის პრესტიჟულ ჯილდოზე ბათუმის ბულვარია წარდგენილი.
ტურიზმის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე ბულვარი ევროპის წამყვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობის ნომინაციაზე ეიფელის კოშკის, საგრადა ფამილიას, კოლიზეუმის, ბუკინგების სასახლისა და აკროპოლისის გვერდით არის დასახელებული. World Travel Awards-ის ჯილდოს ბათუმი 2019 წლიდან არ თმობს. ბათუმის ბულვარისთვის, ისევე როგორც ქალაქისთვის, ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს 8 აგვისტომდე ღონისძიების ოფიციალურ საიტზე შეუძლია. გამარჯვებული პირველ ოქტომბერს, ესპანეთში მალიორკაზე გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდება.