თბილისმა ტრადიციულ მარათონს World Class Georgia უმასპინძლა. გარბენი ტრადიციული ფორმატით ჩატარდა და დედაქალაქის ცენტრალური ქუჩები მოიცვა, სტარტი და ფინიში კი რუსთაველის გამზირზე, პირველი კლასიკური გიმნაზიის წინ იყო განთავსებული. გამარჯვებულებს ფულადი ჯილდოები და სპონსორების მიერ დაწესებული პრიზები გადაეცათ. გარბენიდან მიღებული შემოსავალი კასპის ბავშვთა სახლს გადაერიცხება.