წნორში მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმე

თელავის რაიონულმა სასამართლომ, წნორში მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებული 26 წლის ილია გურაშვილი პატიმრობაში დატოვა.  გურაშვილის მიმართ საქმე 109-ე მუხლის მესამე ნაწილითა არის აღძრული და გამოძიება მას ანგარებით, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას ედავება.

გურაშვილმა, 2 იანვარს, წნორში, საკუთარი დეიდა თავში შეშის ნაჭრის ჩარტყმით მოკლა. მისი სახლიდან კი, ფული და ძვირფასი ნივთები წაიღო. ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.