უჩვეულო ვითარებაში შესრულდა წმინდა ცეცხლის რიტუალი ქრისტეს აღდგომის ტაძარში. პანდემიის ფონზე დაწესებული შეზღუდვების გამო, იერუსალიმის აღდგომის ტაძარში, სადაც როგორ წესი ხალხმრავლობაა ხოლმე, ამჯერად კი სიტუაცია სრულიად განსხვავებული იყო. ტაძარში მხოლოდ სასულიერო პირები იმყოფებოდნენ. აღდგომის ტაძრის კარი, წელს პირველად, მომლოცველების გარეშე, 15-მდე პირის თანხლებით გაიხსნა, მათ შორის იყვნენ სამართალდამცველები და სასულიერი პირები. ცეცხლი, ტრადიციისამებრ, მაცხოვრის საფლავზე მდებარე კუვუკლიადან იერუსალიმის პატრიარქმა, თბილისის დროით 14 საათსა და 50 წუთზე, გამოიტანა. ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ტაძარში შესვლის უფლება მხოლოდ იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის, სომეხთა, კოპტებისა და ასირიული ეკლესიის წარმომადგენლებს ჰქონდათ. როგორც იცით, ისრაელს უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის საზღვარი ჩაკეტილი აქვს და წმინდა ცეცხლის წასაღებად იერუსალიმში ჩასულ წარმომადგენლობებს თვითმფრინავების დატოვების უფლებაც არ ექნებათ. მათ ცეცხლს საელჩოების წარმომადგენლები მიაწვდიან. სპეციალურად დანიშნული ავიარეისი თელ-ავივის აეროპორტიდან წმინდა ცეცხლს ჩამოიტანს საქართველოშიც. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ცეცხლს სამების საკათედრო ტაძარში მიიტანენ.
წმინდა ცეცხლის გადმოსვლის რიტუალი მრევლის გარეშე ჩატარდა