წმინდა ცეცხლის გადმოსვლის რიტუალი მრევლის გარეშე ჩატარდა

ქრისტეს აღდგომის ტაძარში, წმინდა ცეცხლის რიტუალი შესრულდა. ცეცხლი, ტრადიციისამებრ, მაცხოვრის საფლავზე მდებარე კუვუკლიადან​ იერუსალიმის პატრიარქმა გამოიტანა. პანდემიის ფონზე დაწესებული შეზღუდვების გამო, აღდგომის ტაძარში, სადაც როგორ წესი ხალხმრავლობაა ხოლმე, ამჯერად ვითარება სრულიად განსხვავებული და უჩვეულო იყო. ტაძარში მხოლოდ სასულიერო პირები იმყოფებოდნენ. აღდგომის ტაძრის კარი 15-მდე პირის თანხლებით გაიხსნა, მათ შორის იყვნენ სამართალდამცველები და სასულიერი პირები. ტაძარში შესვლის უფლება იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის, სომეხთა, კოპტების და სირიული ეკლესიის წარმომადგენლებს ჰქონდათ. როგორც იცით, ისრაელს უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის საზღვარი ჩაკეტილი აქვს და წმინდა ცეცხლის წასაღებად იერუსალიმში ჩასულ წარმომადგენლობებს თვითმფრინავების დატოვების უფლება არ ექნებათ.

მათ ცეცხლს საელჩოების წარმომადგენლები მიაწვდიან. სპეციალურად დანიშნული ავიარეისი, თელ-ავივის აეროპორტიდან წმინდა ცეცხლს ჩამოიტანს საქართველოშიც. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ცეცხლს სამების საკათედრო ტაძარში მიიტანენ.

იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი მრევლის გარეშე შესრულდა [ვიდეო]