იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი მრევლის გარეშე შესრულდა [ვიდეო]

იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი წელს მრევლის გარეშე შესრულდა.

კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ტაძარში მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის ეკლესიის წარმომადგენელი იმყოფებოდა.

წმინდა ცეცხლს ჭეშმარიტების ნათელს უწოდებენ, რომელიც სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს.

მაცხოვრის საფლავი იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში მდებარეობს, რომელიც IV საუკუნეში დედოფალ ელენეს ბრძანებით აშენდა.