წინასაარჩევნო გარემოს შეფასება

ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს, პრემიერ მინისტრი და მთავრობის წევრები გამოეხმაურნენ.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ხელისუფლება თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას, ყველგან უზრუნველყოფს. მისივე განცხადებით, ყველა კანონდარღვევას მოჰყვება  მკაცრი რეაგირება.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით კი, დეზინფორმაციითა და პროვოკაციით არჩევნების დისკრედიტაციის საშუალება არავის ექნება. გიორგი გახარიას განმარტებით, ყველა შემთხვევა დეტალურად იქნება გამოძიებული, პოლიცია კი მაქსიმალურად უზრუნველყოფს მოქალაქეების აზრის გამოხატვის თავისუფლებას.